უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,
ვბრძანებ:
- დამტკიცდეს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2024–2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიები დანართი N 1- ის მიხედვით.
- 2024–2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 25- 31 იანვრის ვადაში და 17-26 თებერვლის ვადაში.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.